თინათინ ოსიაშვილის ნორჩ გეოგრაფთა წრე - ,,ჩემი საქართველო"

четверг, 27 июня 2019 г.

რეფლექია საწრეო მუშაობის შესახებ ( მე-2 სემესტრი)

   საწრეო მუშაობის რეფლექსია
2018-2019 სასწ.წ.
    სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ წინანდლის საჯარო სკოლის  გეოგრაფიის წრემ სახელწოდებით- ,,ჩემი საქართველო“ფუნქციონირება განაგრძო , 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში.აღნიშნული საკითხის განხორციელების მიზნით განცხადებით მივმართე სკოლის დირექტორს .
   წრის მეცადინეობის დაწყებამდე სოციალური ქსელით გავაკეთე განცხადება საწრეო მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისი მიზნებით,მისაღწევი შედეგებითა და სამოქმედო გეგმით, რასაც მოჰყვა გამოხმაურება, როგორც მოსწავლეებისაგან  ასევე მშობლებისაგან. მათი განცხადების საფუძველზე  წრე ისევ  დაკომპლექტდა  მე-9 კლასის 11 მოსწავლისაგან  და შესაბამისად დაიდო ხელშეკრულება მათ მშობლებთან.
    საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა 2018-2019 სასწავლო წლის მეორე  სემესტრში კვირაში  ერთხელ პარასკევობით, გაკვეთილების შემდეგ 14:30 სთ. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა ერთი აკადემიური საათით.
    საგნობრივი წრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები,დამოკიდებულებები და საჭიროებები, განსახილველი საკითხების შესაბამისობა ესგ_ის მოთხოვნებთან.
    წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეებში,გეოგრაფიული აზროვნების განვითარება, ისტ-ის სასწალო მიზნებისათვის ეფექტიანად გამოყენება,ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ანალიზის, თანამშრომლობის,კომუნიკაციის, ასევე არგუმენტირებული მსჯელობისა  და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
   წრის დანიშნულება იყო გაკვეთილზე  მიღებული გეოგრაფიული საკითხების საფუძვლიანი ათვისება, ცოდნის გაღრმავება, განმტკიცება, გამთლიანება და  შესაბამისად  აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება  გეოგრაფიაში.
   საწრეო მუშაობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.წრის მუშაობისას გამოყენებული აქტივობები და რესურსები ემსახურებოდა საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევას.      წრის მუშაობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა მოთხოვნილებები და საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები.  მოტივაციის ამაღლების მიზნით ვიყენებდი მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს , ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ვმუშაობდი ინდივიდუალურად, ჯგუფებსა და წყვილებში.

თითოეულ სამუშაო შეხვედრას , განხორციელებული აქტივობებითა და თავისი ამსახველი ფოტო მასალიათ ეტაპობრივად ვტვირთავდი წინანდლის საჯარო სკოლის სოციალურ ქსელსა და საკუთარ ბლოგზე:თინათინ ოსიაშვილის ნორჩ გეოგრაფთა წრე - ,,ჩემი საქართველო“mecxreklasisblogi.blogsfot.com
    დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა მოტივაციის დონე გაუმჯობესდა,რამაც ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.არ დამჭირდა სამუშაო გეგმის მოდიფიცირება.აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად განრიგის მეხედვით. რაც შეეხება პირველ სემესტრში განუხორციელებელი აქტივობა - პროექტის-,,წინანდალი კახეთის თვალი და ჯავარი“, მოსწავლეთა ორმა ჯგუფმა დაასრულა. ერთმა ჯგუფმა წარმოადგინა ,,წინანდალი", მეორე ჯგუფმა ,,წინანდლის დენდროლოგიური პარკი".  
    ვფიქრობ, საწრეო მუშაობისას დასახულ მიზანს მივაღწიე.განხორციელებული აქტივობები იყო მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი.ვთვლი, რომ გეოგრაფიის  წრის ჩამოყალიბება და მუშაობა მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო.შედეგად გაიზარა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია ,რაც აკადემიურ შედეგებზეც აისახა. თამამად შემიძლია ვთქვა,რომ არაფორმალურმა განათლებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას.
მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისათვის გავითვალისწინებ დაგეგმილი აქტივობები კიდევ უფრო მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და პრაქტიკული ხასიათის იყოს.
       მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის შემდეგ  გამოვლინდა,რომ  მოსწონთ საწრეო მუშაობაისინი კმაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვისამომწურავი და  საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვის.

წრის ხელმძღვანელი: თინათინ ოსიაშვილი
10.06.2019 წ.

среда, 24 апреля 2019 г.

ნორჩ გეოგრაფთა წრის -,,ჩემი საქართველოს" სამუშაო შეხვედრები მე-2 სემესტრის განმავლობაში

სამუშაო შეხვედრები
2019 წლის 15 თებერვალს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის -,,ჩემი საქართველოს  მეცადინეობა თემაზე:,, საქართველოს ბუნების ძეგლები“.მოსწავლეებმა გაანალიზეს საქართველოში ბუნების ძეგლების არსებობის მნიშვნელობა. იმსჯელეს ბუნების ძეგლების როლზე ტურიზმის  განვითარებაში.                                                                                                                                                               











22 თებერვალს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის -,,ჩემი საქართველოს „ მორიგი მეცადინეობა თემაზე:,, საქართველოს დაცული ტერიტორიები“.მოსწავლეებმა გაანალიზეს საქართველოში დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ფორმების არსებობის მნიშვნელობა. იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მდებარეობასა და შექმნის მიზეზებზე.
1 მარტს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის მორიგი მეცადინეობა თემაზე: კურორტები და ტურიზმი. სადაც განხილულ იქნა საქართველოს კურორტები. ზოგადად და განხილულ იქნა მოსწავლის მიერ  შექმნილი ელექტრონული რესურსი საქართველოს რამდენიმე კურორტზე , განხილული კურორტები შეადარეს კახეთის კურორტებს და იმსჯელეს განვითარების პერსპექტივებზე



15 მარტს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის-,,ჩემი საქართველოს" მეცადინეობა თემაზე: ,,საქართველოს ძირითადი ეთნოგრაფიოული ჯგუფები".შეადგინეს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციებისხვედრითი წილი(%-ში)მოსახლეობასა და ფართობის მიხედვით




22 მარტს ნორჩ გეოგრაფთა წრის მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა:,, საქართველოს რეგიონული დაყოფა: ისტორია და თანამედროვეობა". მოსწავლეებმა განიხილეს და გაანალიზეს საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის დადებიტი და უარყოფითი მხარეები. განსაზღვრეს საქართველოს რეგიონრბის ფართობებისა და მოსახლეობის ხვედრითი წილი, შემდეგ ააგეის ისტ-ის გამოყენებით შესაბამისი დიაგრამები. 



29 მარტს  გეოგრაფიის წრის მორიგ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ისტ-ის დახმარებით იმუშავეს Learningapps.org-ის საგანმანათლელო თამაშებში- ,,საქართველოს რეგიონები"რომელიც  მოსწავლეებისათვის  სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. საგანმანათლებლო თამაშებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას.





5 აპრილს გეოგრაფიის წრის მეცადინეობაზე მოსწავლებმა  ისტ-ის დახმარებით წარმოადგინეს პროექტი წინანდალზე  და წინანდლის დენდროლოგიურ პარკზე. 


12 აპრილს ჩატარდა გეოგრაფიის წრის მორიგი მეცადინეობა თემაზე-,,იმერეთის რეგიონი".მოსწავლეებმა წარმოადგინეს იმერეთის ფიზ. გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები, ვენის დიაგრამის გამოყენებით შეადარეს იმერეთისა  ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკა.ისტ-ის გამოყენებით გააკეთეს პრეზენტაცია -,,იმერეთის ღირშესანიშნაობებზე"

19 აპრილს, გეოგრაფიის წრის წევრებმა განიხილეს კახეთის რეგიონის მდებარეობა, საზღვრები, ბუნებრივი პირობები და ეკონომიკა.ისტ-ის დახმარებით წარმოადგინეს კახეთის ღირშესანიშნაობები
იხილეთ ბმული კახეთის ღირშესანიშნაობები.
https://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrSmVSRUl3WGJsbkxXelFETWxsUUNJdGN1blZRhttps://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrSmVSRUl3WGJsbkxXelFETWxsUUNJdGN1blZR

3 მაიის, შედგა გეოგრაფიის წრის მორიგი შეხვედრა. მოსწავლეებმა განიხილეს სამცხე ჯავახეთის ფიზ. გეოგრაფიული მახასიათებლები და შეადარეს კახეთის რეგიონს.ასევე შეადარეს ერთმანეთს სამცხე ჯავახეთისა და მცხეთა მთიანეთის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი.




10 მაისს წრის წევრებმა გააკეთეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზოგადი მიმოხილვა.შეადარეს და გაანალიზეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ბუნებრივი პირობები და სოფლის მეურნეობის განვითარების თავისებურებანი.





2019 წლის 17 მაისს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქარტველოში ყველაზე პატარა რეგიონი -გურია. დაახასიათეს გურიის ჰავა და შეადარეს მას იმერეთის ანალოგიური მაჩვენებლები.ნათლად წარმოადგინეს გურიის ლანდშაპტის ვერტიკალური ზონალობის სქემა.ასევე განსაზღვრეს გურიისგანვითარების სავარაუდო პერსპექტივები.










2019 წლის 24 მაისს, შედგა  გეოგრაფიის წრის წევრების  მორიგი შეხვედრა.ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა-,,ჩემი საქართველო".გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე დაგამარჯვებული გუნდი.
იხილეთ, ბმული-გეოგრაფიული ვიქტორინა-,,ჩემი საქართველო"

https://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrY01oS0JzbmJxSWZubmJsanpPMTA3Z1RPcTY0https://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrY01oS0JzbmJxSWZubmJsanpPMTA3Z1RPcTY0



2019 წლის 1 ივნისს განხორციელდა შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია მარშრუტით -   ,,წინანდალი>შუამთა>ალავერდი>გრემი>ნეკრესი>წინანდალი"