среда, 24 апреля 2019 г.

ნორჩ გეოგრაფთა წრის -,,ჩემი საქართველოს" სამუშაო შეხვედრები მე-2 სემესტრის განმავლობაში

სამუშაო შეხვედრები
2019 წლის 15 თებერვალს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის -,,ჩემი საქართველოს  მეცადინეობა თემაზე:,, საქართველოს ბუნების ძეგლები“.მოსწავლეებმა გაანალიზეს საქართველოში ბუნების ძეგლების არსებობის მნიშვნელობა. იმსჯელეს ბუნების ძეგლების როლზე ტურიზმის  განვითარებაში.                                                                                                                                                               











22 თებერვალს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის -,,ჩემი საქართველოს „ მორიგი მეცადინეობა თემაზე:,, საქართველოს დაცული ტერიტორიები“.მოსწავლეებმა გაანალიზეს საქართველოში დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ფორმების არსებობის მნიშვნელობა. იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მდებარეობასა და შექმნის მიზეზებზე.
1 მარტს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის მორიგი მეცადინეობა თემაზე: კურორტები და ტურიზმი. სადაც განხილულ იქნა საქართველოს კურორტები. ზოგადად და განხილულ იქნა მოსწავლის მიერ  შექმნილი ელექტრონული რესურსი საქართველოს რამდენიმე კურორტზე , განხილული კურორტები შეადარეს კახეთის კურორტებს და იმსჯელეს განვითარების პერსპექტივებზე



15 მარტს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის-,,ჩემი საქართველოს" მეცადინეობა თემაზე: ,,საქართველოს ძირითადი ეთნოგრაფიოული ჯგუფები".შეადგინეს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციებისხვედრითი წილი(%-ში)მოსახლეობასა და ფართობის მიხედვით




22 მარტს ნორჩ გეოგრაფთა წრის მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა:,, საქართველოს რეგიონული დაყოფა: ისტორია და თანამედროვეობა". მოსწავლეებმა განიხილეს და გაანალიზეს საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის დადებიტი და უარყოფითი მხარეები. განსაზღვრეს საქართველოს რეგიონრბის ფართობებისა და მოსახლეობის ხვედრითი წილი, შემდეგ ააგეის ისტ-ის გამოყენებით შესაბამისი დიაგრამები. 



29 მარტს  გეოგრაფიის წრის მორიგ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა ისტ-ის დახმარებით იმუშავეს Learningapps.org-ის საგანმანათლელო თამაშებში- ,,საქართველოს რეგიონები"რომელიც  მოსწავლეებისათვის  სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. საგანმანათლებლო თამაშებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას.





5 აპრილს გეოგრაფიის წრის მეცადინეობაზე მოსწავლებმა  ისტ-ის დახმარებით წარმოადგინეს პროექტი წინანდალზე  და წინანდლის დენდროლოგიურ პარკზე. 


12 აპრილს ჩატარდა გეოგრაფიის წრის მორიგი მეცადინეობა თემაზე-,,იმერეთის რეგიონი".მოსწავლეებმა წარმოადგინეს იმერეთის ფიზ. გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები, ვენის დიაგრამის გამოყენებით შეადარეს იმერეთისა  ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკა.ისტ-ის გამოყენებით გააკეთეს პრეზენტაცია -,,იმერეთის ღირშესანიშნაობებზე"

19 აპრილს, გეოგრაფიის წრის წევრებმა განიხილეს კახეთის რეგიონის მდებარეობა, საზღვრები, ბუნებრივი პირობები და ეკონომიკა.ისტ-ის დახმარებით წარმოადგინეს კახეთის ღირშესანიშნაობები
იხილეთ ბმული კახეთის ღირშესანიშნაობები.
https://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrSmVSRUl3WGJsbkxXelFETWxsUUNJdGN1blZRhttps://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrSmVSRUl3WGJsbkxXelFETWxsUUNJdGN1blZR

3 მაიის, შედგა გეოგრაფიის წრის მორიგი შეხვედრა. მოსწავლეებმა განიხილეს სამცხე ჯავახეთის ფიზ. გეოგრაფიული მახასიათებლები და შეადარეს კახეთის რეგიონს.ასევე შეადარეს ერთმანეთს სამცხე ჯავახეთისა და მცხეთა მთიანეთის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი.




10 მაისს წრის წევრებმა გააკეთეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზოგადი მიმოხილვა.შეადარეს და გაანალიზეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ბუნებრივი პირობები და სოფლის მეურნეობის განვითარების თავისებურებანი.





2019 წლის 17 მაისს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქარტველოში ყველაზე პატარა რეგიონი -გურია. დაახასიათეს გურიის ჰავა და შეადარეს მას იმერეთის ანალოგიური მაჩვენებლები.ნათლად წარმოადგინეს გურიის ლანდშაპტის ვერტიკალური ზონალობის სქემა.ასევე განსაზღვრეს გურიისგანვითარების სავარაუდო პერსპექტივები.










2019 წლის 24 მაისს, შედგა  გეოგრაფიის წრის წევრების  მორიგი შეხვედრა.ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა-,,ჩემი საქართველო".გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე დაგამარჯვებული გუნდი.
იხილეთ, ბმული-გეოგრაფიული ვიქტორინა-,,ჩემი საქართველო"

https://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrY01oS0JzbmJxSWZubmJsanpPMTA3Z1RPcTY0https://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrY01oS0JzbmJxSWZubmJsanpPMTA3Z1RPcTY0



2019 წლის 1 ივნისს განხორციელდა შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია მარშრუტით -   ,,წინანდალი>შუამთა>ალავერდი>გრემი>ნეკრესი>წინანდალი"






























Комментариев нет:

Отправить комментарий