суббота, 8 декабря 2018 г.

ნორჩ გეოგრაფთა წრის -,,ჩემი საქართველოს"მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში

03.10.2018წ ჩატარდა გეოგრაფიის წრის-,,ჩემი საქართველო"-ს პირველი სამუშაო შეხვედრა.შეხვედრაზე მოხდა საწრეო მუშაობის მიზნისა და სამუშაო გეგმის გაცნობა-განხილვა.მინი ლექციისა და გონებრივი იერიშის გზით განხილულ იქნა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა.მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს საქართველოს ფიზ. რუკაზე და ინფორმაცია წარმოადგინეს ცხრილებისა და დიაგრამების სახით.




12.10.2018წელს შედგა გეოგრაფიის წრის - ,,ჩემი საქართველო"-ს წევრებთან შეხვედრა.შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა - ,,საქართველოს ტერიტორია და საზღვრები".მოსწავლეებმა ახსნეს საქართველოს ფიზ. გეოგრაფიული,ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარობის განმსაზღვრელი ფაქტორები.იმსჯელეს საქართველოს საზღვრის გატარების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე.




სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში 19.10.2018 წელს შედგა გეოგრაფიის წრის ,,ჩემი საქართველო"-ს მესამე სამუშაო შეხვედრა თემაზე-,,საქართველოს რელიეფი". მოსწავლეებმა კითხვა-პასუხით გააქტიურეს წინარე ცოდნა, შექმნეს ასოციაციური კავშირების რუკა, ხალისიანად იმუშავეს საქართველოს ფიზიკურ რუკასა და კონტურულ რუკაზე, რამაც გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.



სსიპს თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლაში 26.10.2018 წელს გეოგრაფიის წრის ,,ჩემი საქართველო"-ს მეოთხე მეცადინეობაზე მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში. იმსჯელეს საქართველოს ბუნებრივი პირობებსა და ჰავის მახასიათებლებზე.,რუკისა და სხვა ინფორმაციის გამოყენებით დაახასიათეს მნიშვნელოვანი ობიექტები და მოვლენები, აღნიშნეს საქართველოს ჰავის რეკორდულ მაჩვენებლებლები.


2018 წლის 22 ნოემბერს შედგა წინანდლის საჟარო სკოლის გეოგრაფიის წრის -,,ჩემი საქაეთველოს "მეცადინეობა თემაზე - შიგა წყლები : მდინარეები. განხილული იქნა მდინარეების აუზები და წყალგამყოფები.მოსწავლეებმა იმსჯელეს მდინარეთა მახასიათებლებზე.შეადარეს მდინარე ალაზანისა და მდინარე რიონის მახასიათებლები.                                                                                          


2018 წლის 30 ნოემბერს წინანდლის საჯარო სკოლაში შედგა გეოგრაფიის წრის მოსწავლეებთან მეცხრე შეხვედრა, სადაც განხილული იყო საქართველოს ძირითადი მდინარეები .

მოსწავლეებმა გაანალიზეს რუკების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების საშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაცია;   შეარჩიეს დაუჯგუფებელ  რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმა, დაასაბუთეს არჩევან და  ინფორმაციულ საკომუნიკაცო=იო ტექნოლოგიების გამოყენებით  შექმნეს დიაგრამები.პირველმა ჯგუფმა  წარმოადგინა მდინარეები აუზის კლების მიხედვით, მეორე ჯგუფმა მდინარეები სიგრძის,ხოლო მესამე ჯგუფმა მდინარეები ჩამონადენის მოცულობის მიხედვით.






2018 წლის 2 ნოემბერს სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის სკოლაში შედგა გეოგრაფიის წრის-,,ჩემი საქართველო"-ს მორიგი მეხუთე მეცადინეობა თემაზე-ჰავა:ჰაერის ტემპერატურა,ქარები, აორთქლება,ტენიანობა.მოსწავლეებმა იმუშავეს საქართველოს კლიმატურ რუკაზე ,გაანალიზეს ინფორმაცია და წარმოადგინეს გრაფიკებისა და ცხრილების საშუალებით.





2018 წლის 9 ნოემბერს წინანდლის საჯარო სკოლასი ჩატარდა გეოგრაფიის წრის-,,ჩემი საქართველოს" მორიგი მეცადინეობა.მოსწავლეებმა ტექსტისა და თემატური რუკების საფუძველზე დაახასიათეს კოლხეთისა და ალაზნის დაბლობების კლიმატი შემდეგი გეგმის მიხედვით:იანვრისა და ივლისის ტემპერატურა,ნალექების რაოდენობა,ჰავის ტიპები. იმსჯელეს მატ შორის მსგავსება განსხვავების თავისებურებებზე.
მოსწავლეებმაგამოკვეთეს საქართველოს ჰავის რეკორდული მაჩვენებლები, აჩვენეს საქართველოს ფიზიკურ რუკაზე და დაიტანეს კონტურულ რუკაზე.






2018 წლის 16 ნოემბერს შედგა სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლის ნორჩ გეოგრაფთა წრის - ,,ჩემი საქართველო"-ს მეცადინეობა თემაზე ,,შავი ზღვა".მოსწავლეებმა ისაუბრეს შავი ზღვის გეოგრაფიულ მონაცემებზე,რესურსებზე,ბუნებრივ თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე.შავი ზღვის წყლის ბალანსის მონაცემები წარმოადგინეს წრიული დიაგრამების სახით.მოსწავლეებმა იმსჯელეს შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებსა და შავი ზღვის წყლის დაბინძურების შედეგებზე.გამოთქვეს ვარაუდები წყლის დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე.





2018 წლის 7 დეკემბერს წინანდლის საჯარო სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის წრის მეცადინეობა თემაზე-შიგა წყლები:ტბები,წყალსაცავები,ჭაობები, მყინვარები.მოსწავლეებმა შექმნეს ასოციაციური კავშირების რუკა ,იმუშავეს ჯგუფებში . თიტოეულმა ჯგუფმა  ისტ-ის გამოყენებით წარმოადგინა მათთვის სასურვე






მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ჩატარდა გეოგრაფიის წრის მეცადინეობა,სადაც განხილული იყო საქართველოს მცენარეულობა:ბუჩქნარები, მდელოები, სტეპები. მეცადინეობა წარიმარტა ისტ-ის გამოყენებით,შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია. მათ შეადარეს დეკიანი და შქერიანი ბუჩქნარები,სტეპისა და ნახევარუდაბნოების მცენარეულობა.განსაზღვრეს ძირითადი განსხვავებანი მაღალბალახეულობას, სუბალპურსა და ალპურ მდელოებს შორის.
იმსჯელეს ტყისა და მდელოს გავრცელების ძირითად მიზეზებზე.












სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლის  გეოგრაფიის წრის შემაჯაებელ შეხვედრაზე ჩატარდა გეოგრაფიული ვიქტორინა ,,საქართველო განა მარტო ლამაზი მთებია“ ისტ-ის  გამოყენებით. ვიქტორინის ჩატარების მიზანი იყო , ხელი შემეწყო მოსწავლეთათვის სააზროვნო უნარების განვითარებაში, მოტივაციის ამაღლებაში,  ჩართულობის გაზრდასა და კლასში სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის.ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა. ქულათა საერთო რაოდენობით  ვიქტორინის  გამარჯვებული გახდა გუნდი ,,კახეთი“,გამარჯვებული მოსწავლე გიორგი ცერცვაძე.
მადლობა მე-9 კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის.წარმატებებს გისურვებთ .
წრის ხელმძღვანელი თინათინ ოსიაშვილი















.
https://drive.google.com/open?id=0B08jICPesTHrUnVCSzVadjc0RUthSHR1NzBjb0NHZG01VzFN








































Комментариев нет:

Отправить комментарий