საწრეო
მუშაობის რეფლექსია
2018-2019
სასწ.წ.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ წინანდლის საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების
კათდრაზე შეიქმნა გეოგრაფიის წრე
სახელწოდებით- ,,ჩემი საქართველო“.აღნიშნული საკითხის განხორციელების მიზნით
განცხადებით მივმართე სკოლის დირექტორს .
წრის მეცადინეობის დაწყებამდე
სოციალური ქსელით გავაკეთე განცხადება საწრეო მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით,
შესაბამისი მიზნებით,მისაღწევი შედეგებითა და სამოქმედო გეგმით, რასაც მოჰყვა
გამოხმაურება, როგორც მოსწავლეებისაგან
ასევე მშობლებისაგან. მათი განცხადების საფუძველზე წრე დაკომპლექტდა მე-9 კლასის 11 მოსწავლისაგან და შესაბამისად დაიდო ხელშეკრულება მათ
მშობლებთან.
საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა 2018-2019
სასწავლო წლის პირველ სემესტრში კვირაში ერთხელ პარასკევობით,
გაკვეთილების შემდეგ 14:30 სთ. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა
ერთი აკადემიური საათით.
საგნობრივი წრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები,დამოკიდებულებები და საჭიროებები, განსახილველი საკითხების შესაბამისობა ესგ_ის მოთხოვნებთან.
წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეებში,გეოგრაფიული აზროვნების
განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ანალიზის, თანამშრომლობის,კომუნიკაციის,
ასევე არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული
აზროვნების უნარების განვითარება.
წრის დანიშნულება იყო გაკვეთილზე მიღებული გეოგრაფიული საკითხების საფუძვლიანი
ათვისება, ცოდნის გაღრმავება, განმტკიცება, გამთლიანება და შესაბამისად
აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება გეოგრაფიაში.
საწრეო მუშაობა
წარიმართა გეგმის შესაბამისად.წრის
მუშაობისას გამოყენებული აქტივობები და რესურსები ემსახურებოდა საწრეო მუშაობის მიზნის
მიღწევას. წრის
მუშაობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა მოთხოვნილებები და საჭიროებები,
ინდივიდუალური შესაძლებლობები. მოტივაციის
ამაღლების მიზნით ვიყენებდი მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს , ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ვმუშაობდი ინდივიდუალურად, ჯგუფებსა და წყვილებში.
თითოეულ
სამუშაო შეხვედრას , განხორციელებული აქტივობებითა და თავისი ამსახველი ფოტო
მასალიათ ეტაპობრივად ვტვირთავდი წინანდლის საჯარო სკოლის სოციალურ ქსელსა და
საკუთარ ბლოგზე:თინათინ ოსიაშვილის ნორჩ გეოგრაფთა
წრე - ,,ჩემი საქართველო“mecxreklasisblogi.blogsfot.com
დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ
დადებითი შედეგი გამოიღო.წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა მოტივაციის დონე
გაუმჯობესდა,რამაც ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას და პრაქტიკაში
გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.არ დამჭირდა სამუშაო გეგმის მოდიფიცირება.აქტივობები
წარიმართა გეგმის შესაბამისად განრიგის მეხედვით. რაც შეეხება განუხორციელებელი
აქტივობას - პროექტის-,,წინანდალი კახეთის თვალი და ჯავარი“ იდეის გაცნობა და დავალების გადანაწილება
მოვახდინე, მაგრამ ვერ შევძელით დასრულება. იმედს ვიტოვებ ,რომ დავასრულებთ მეორე
სემესტრში .
ვფიქრობ, საწრეო მუშაობისას დასახულ
მიზანს მივაღწიე.განხორციელებული აქტივობები იყო მათთვის საინტერესო და
მრავალფეროვანი.ვთვლი, რომ გეოგრაფიის წრის ჩამოყალიბება და მუშაობა მნიშვნელოვანი და
აქტუალური იყო.შედეგად გაიზარა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია ,რაც აკადემიურ
შედეგებზეც აისახა. თამამად შემიძლია ვთქვა,რომ არაფორმალურმა განათლებამ ხელი
შეუწყო მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას.
მომავალში
მსგავსი საქმიანობის განხორციელებისათვის გავითვალისწინებ დაგეგმილი აქტივობები
კიდევ უფრო მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და პრაქტიკული ხასიათის იყოს.
მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა,რომ მოსწონთ საწრეო მუშაობა, ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვის, ამომწურავი და საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვის.
წრის ხელმძღვანელი: თინათინ ოსიაშვილი
08.01.2019 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий