среда, 24 апреля 2019 г.

საწრეო მუშაობა (მე-2 სემესტრი)

საწრეო მუშაობა
წრის დასახელება: ,, ჩემი საქართველო“
წრის ხელმძღვანელი: ოსიაშვილი თინათინი
საგანი: გეოგრაფია                          
მიზნობრივი ჯგუფი: სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები.
საწრეომუშაობის  მიზანი:
·         ხელი შეუწყოს მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული გეოგრაფიული საკითხების საფუძვლიან ათვისებასა    და ცოდნის დონის გაღრმავებაში.
ესგ- ს მოთხოვნების მიხედვით მოსწავლემ შეძლოს:
·         საქართველოსა და სხვა ქვეყნების გეოგრაფიული მახასიათებლების შედარება და ამის საფუძველზე მსგავსება განსხვავების  კავშირის დადგენა.
·         რუკიდან და სხვა გეოგრაფიული საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერება და ანალიზი.
·         მარტივი თემატური რუკის შექმნა.
·         სასწავლო გეოგრაფიული პროექტების დაწერა.

საწრეო მუშაობის ბოლოს მისარწევი შედეგები:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1.აანალიზებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ფორმების არსებობის მნიშვნელობას და რუკის გამოყენებით მსჯელობს მათი განვითარების პერსპექტივებზე.
2.სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიული ლიტერატურისა და თვალსაჩინოების დახმარებით მსჯელობს საქართველოში დაცული ტერიკტორიების მდებარეობაზე,შექმნის მიზეზებზე.
3.მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა კურორტების  შესახებ
4.მსჯელობს საქართველოს  ისტორულ-გეოგრაფიულ პროვინციებში გავრცელებულირიტუალების,ტრადიციული ჩავმულობის,ხალხური რეწვის  მრავალფეროვნების გამომწვევ გეოგრაფიულ ფაქტორებზე.
5.აგროვებს ინფორმაციას (საქართველოს ატლასისა და სხვა თვალსაჩინოების მიხედვით) ადარებს საქართველოს ორ განსხვავებულ რეგიონს თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით( მდებარეობის,რელიეფის,კლიმატის,ჰიდროგრაფიული ქსელის  და სხვა)მსგსვსება განხსვავებას გამოსახავს მისთვის მისაღები ფორმით;


საწრეო მუშაობა დაეხმარება მოსწავლეებს:
·         საქართველოს გეოგრაფიის შესწავლში.
·         მოტივაციის ამაღლებაში.
·         გეოგრაფიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
·         კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
·         წრეში ჩართულობით სემესტრის ბოლოს განუვითარდეთ პრეზენტაციის
უნარები.
მეთოდები რომლის გამოყენებასაც ვგეგმავ საწრეო მუშაობის პროცესში:
·         გონებრივი იერიში
·         დისკუსია
·         როლური თამაში
·         დაფიქრდი,დაწყვილდი,გაუზიარე
·         ვიცი, მინდა ვიცოდე,ვისწავლე
·         ვენის დიაგრამა
·         T სქემა

                საწრეომუშაობისათვის საჭირო რესურსები:
·         სახელმძღვანელო-საქართველოს გეოგრაფია(ნ. ბერუჩაშვილი,ნ. ელიზბარაშვილი, ზ. დავითაშვილი).
·         საქართველოს ფიზიკური და თემატური რუკები.
·         თაბახის ფურცლები.
·         მარკერები
·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         მონიტორი
·         მაგნიტური დაფა
·         ფორმატის ქაღალდები
·         ბარათები
·         ფლივჩარტი
·         დამხმარე გეოგრაფიული ლიტერატურა.
·         ინტერნეტ რესურსი


წრის ხანგრძლივობა:2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი.14 შეხვედრა, თითო შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი. ყოველი კვირის პარასკევს 14:30 სთ-ზე.



Комментариев нет:

Отправить комментарий